ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ დანაშაულებებს პრეზიდენტის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები ჩადიან

0

laliსასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა ტელეკომპანია ”ობიექტივის ეთერში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს მომხდარ დანაშაულობებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები ჩადიან.

“დანაშაულს ჩადის ზუსტად ის ჯგუფი, რომელიც ზარს ელოდება, რომელმაც იცის, რომ მან თავისუფლების საფასური უნდა გადაიხადოს. ამ ადამიანების სიებია, რომელსაც დამკვეთად პრეზიდენტი ჰყავთ. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ზუსტად ის მანიაკები უმწარებენ მოსახლეობას ცხოვრებას, რომლებიც პრეზიდენტმა გამოუშვა. მეტსაც გეტყვით, მე მაქვს საკმაოდ დიდი ინფორმაცია, რომ არსებობს ფოკუს ჯგუფები, ვინ გააფუჭებს სიტუაციას კურორტულ ზონებში, ქალაქის ცენტრში, ვინ არევს რეგიონს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული. სამწუხაროდ საზოგადოება კიდევ ძალიან ბევრს გაიგებს”,-აცხადებს ლალი მოროშკინა და აქვე დასძენს, რომ თვით ამნისტია ჰუმანური აქტია და მას არანაირი საერთო არ აქვს მომხდარ დანაშაულობებთან.

სხვა ახალი ამბები: