ლალი მოროშკინა: “მიშას ხშირად უთქვამს, ახლა თავს მოვიკლავ, ახლა გადავხტებიო”

0

misha-moroshkinaლალი მოროშკინა, რომელიც წარსულში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდა არ გამორიცხავს რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. მოროშკინას თქმით, მას სჭირს კლაუსტროფობია, ის დახურულ სივრცეში ვერ ჩერდება, კვდება და შიში აქვს. 

“მას ახლა ძალიან ეშინია, რომ ციხეში არ ჩასვან, დაუკვირდი, უკვე იმუქრება, თუ პატიმრობას მომისჯით, დავიმახსოვრებ ამ პროკურორებისა და მოსამართლეების გვარებს, რომლებიც ამას გააკეთებენო. როცა მე მიშასთან ვმეგობრობდი, დალევა უყვარდა და არც ნარკოტიკებთან არის მწყრალად, ეს სახეზეც ეტყობა, დასიებული აქვს. გაიხსენე, რა ფორმაში ავიდა მახათას მთაზე, ვიდეოც არსებობს. ასე რომ, მიშა, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, დამთავრებულია, საკუთარი თავი მან თავად მიიყვანა ამ დონემდე”-აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მოროშკინა ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც და გამორიცხული არ არის მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულოს.

“მე მას კარგად ვიცნობ, მისი ინტერვიუ, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ვიცი მისი საუბრის მანერა, ხელების მოძრაობა. ვურჩევ, ფსიქოლოგი აიყვანოს, ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი თვითმკვლელობამდე. სააკაშვილს სუიციდური მცდელობები ადრეც ჰქონდა და არ არის გამორიცხული, ამაზეც წავიდეს. მიშას მანამდეც ხშირად უთქვამს: მე ახლა თავს მოვიკლავ, მე ახლა გადავხტები! ბავშვობიდან წამოყოლილი კომპლექსები არსად არ მიდის, სააკაშვილი სუიციდური ყოველთვის იყო. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ასეთივე მდგომარეობაშია რამდენიმე ადამიანი “ნაცმოძრაობაში”, ამაში საზოგადოება მალე თავად დარწმუნდება”-აცხადებს მოროშკინა.

სხვა ახალი ამბები: