ლარის კურსი მკვეთრად გამყარდა

0

lari3ლარი ზედიზედ მესამე დღეა, მყარდება. ოფიციალური მონაცემებით, მისი ხვალინდელი კურსი 0.0144 პუნქტით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.3234 ლარი შეადგინა. ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 2.5794 პუნქტზე დაფიქსირდა.

ბაზარზე ლარი კიდევ უფრო მკვეთრად გამყარდა და ამ მომენტში სავალუტო პუნქტებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,26–დან 2,28 პუნქტამდე მერყეობს.

გუშინ აღნიშნული ნიშნული 3,34 იყო. რამ გამოიწვია პრაქტიკულად ერთ დღეში ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება და არის თუ არა ეს მინიშნება იმაზე, რომ ვარაუდები კურსზე ხელოვნური ფაქტორების გავლენის შესახებ საფუძვლიანია.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას თქმით, მკვეთრი გამყარება აღძრავს ეჭვებს, რომ ლარის კურსზე ხდებოდა სპეკულაციური შეტევა, რასაც აქვს მოკლევადიანი ეფექტი, მისი მიზანი კი პანიკის გამოწვევაა.

დუნდუას განმარტებით, კურსზე ხელოვნური ფაქტორების გავლენას მოკლევადიანი ეფექტი აქვს და შემდეგ პროცესები თავისთავად რეგულირდება, შედეგად, კურსი უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

სხვა ახალი ამბები: