ლაშა ამირეჯიბი: ” ხალხს ვეღარ გაუგია, ვინ არის ხელისუფლებაში. საკრებულოებსა და გამგეობებში ისევ “ნაციონალები” სხედან”

0

amirejibi“ასეთ შემთხვევაში, ან უნდა წახვიდე, ან ხელისუფლება ხელახლა დააკომპლექტო. ჩემი აზრით, ივანიშვილი ბოლომდე უნდა დარჩეს და სიტუაცია დაალაგოს, თორემ გაჩნდებიან გაურკვეველი ძალები, უცხოეთიდან დაფინანსებული პატარ-პატარა დაჯგუფებები და საეჭვო პიროვნებები გააქტიურდებიან. ხელისუფლება აქტიური ოქტომბრიდანვე უნდა ყოფილიყო, ახლა გვიანია. უკვე აგვისტო დადგა, წავლენ დასასვენებლად და ეს თვეც დაკარგულია. “ნაციონალები” კი  ამ დროს რეგიონებში ისე აქტიურობენ, ხალხს ვეღარ გაუგია, ვინ არის ხელისუფლებაში. საკრებულოებსა და გამგეობებში ისევ ისინი სხედან, თბილისი უგულავას ხელშია. ესენი თავიანთ რაიონულ ორგანიზაციებსაც არ აქცევენ ყურადღებას და იქაურობა საეჭვო ადამიანებითაა სავსე”

სხვა ახალი ამბები: