ლაშა გვასალიამ “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

0

1655802_761367253881418_829128450_oპარტია “თავისუფალი დემოკრატების” რიგები დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლაშა გვასალიამ. გვასალიამ პარტიასთან ერთად ხობის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატებიც” დატოვა. “ქართული ოცნების” ზუგდიდისა და ფოთის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით უახლოეს დღეებში ის “ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანდება. მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებაში” არ განიხილება რუსეთისკენ სწრაფვა. ამავე დროს კი “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გაკეთებული განცხადებები “ნაციონალების” განცხადებებს დაემსგავსა.

მე ვრჩები „ქართული ოცნების“ პრემიერის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუნდში. მე ვიყავი ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი, ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსი. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება“-განაცხადა ლაშა გვასალიამ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

სხვა ახალი ამბები: