ლაშა გოგიას განცხადებით ”ქართული ოცნება” პარტიის არც ერთ წევრს არ დაუტოვებია

0

551045_352538098212717_1994983147_n”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქარათველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერ ზამირა ღადუას განცხადებით ”ქართული ოცნების” აქტივისტები და პარტიის წევრები მათ პარტიაში წევრიანდებიან. მისივე განცხადებით მათი რიცხვი დღეის მონაცემებით ოთხმოცდაათ ადამიანს აღწევს. ზამირა ღადუამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა.

საპასუხო კომენტარებს აკეთებს ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია. გოგიას განცხადებით ზამირ ღადუას მიერ გაკეთებული \განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ”ქართული ოცნების” რიგებს მისი აქთივისტები ტოვებენ და პარტია ”დემოკრატიულ მოძრაობაში” ერთიანდებიან საფუძველს მოკლებულია.

”მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენი ზოგიერთი მხარდამჭერი არ გაერთიანებულა ”დემოკრატიულ მოძრაობაში”, მაგრამ იმის თქმა, რომ წევრები და აქტივისტები ტოვებენ ”ქართულ ოცნებას” და ჩვენთან გადმოდიანო, ეს უკვე სიცრუეა და სხვა არაფერი. მე მინდა შევახსენო ქალბატონ ზამირას, რომ წევრებსა და უბრალო მხარდამჭერებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა”-აცხადებს ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: