ლაშა გოგია: “ზუგდიდში მეორე ტური არ იქნება, ვულოცავ ყველა ზუგდიდელს ამ არჩევანს”

0

lasha gogiaaaaთვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირველ ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა. თოლორაიას მხარი ამომრჩეველთა 52, 13%-მა დაუჭირა. ნაციონელების კანდიდატმა თენგიზ გუნავამ ხმების 41,14% მიიღო.

„ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ლაშა გოგიას განცხადებით, ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები რომც გაიმართოს და ხმების 100% გუნავამ მიიღოს, ის მაინც მარცხდება. 

„ზუგდიდში მეორე ტური არ იქნება. ვულოცავ ყველა ზუგდიდელს ამ არჩევანს. ჩვენ შევძელით გაგვეძლო მარავლი ცილისწამებისა და პროვოკაციისთვის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო პროცესში მიმართავდა. ვულოცავ ედიშერ თოლორაიას და ქალაქის გამგებლად არჩეულ ირაკლი გოგოხიას ღირსეულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს”, – განაცხადა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: