ლაშა გოგია: “ხვალ ჟურნალისტებს ატესტაციის შედეგებს წარვუდგენთ”

0

gogiaaaaaხვალ 13:00 საათზე გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო მოხელეთა ატესტაციის საბოლოო შემასაჯმებელ ბრიფინგს გამართავს მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გოგიას პრესკონფერენციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ხვალ ატესტაციის სამივე ეტაპის საბოლოო შედეგები დაიდება.

“დღეს იმსჯელა საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ ატესტაციის შედეგებზე. ხვალ ჟურნალისტებს ამ შედეგებს წარვუდგენთ, რის შემდეგაც ყველა აპლიკანტს, ვინც მონაწილეობა მიიღო საატესტაციო ტესტირაბასა და გასაუბრებაზე გადაეგზავნებათ საბოლოო პასუხები. რათქმაუნდა არ დავასახელებთ სახელებს და გვარებს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ თვითმმართველობის ორგანოებში შემოგვემატება ბევრი ახალი თანამშრომელიც. ამის შემდეგ უკვე ექნებათ ტესტირებაზე ჩაჭრილ აპლიკანტებს გასაჩივრების ვადები, რის შემდეგაც დავიწყებთ ახალი და ძველი თანამშრომლების დანიშნვის პროცესს იმის მიხედვით თუ სად, რომელ პოზიციაზე შეძლეს მათ კონკურსის შედეგად გასვლა”-განაცხადა ლაშა გოგიამ.