ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple უკვე თბილისშია

0
Deep Purple უკვე თბილისშია. ლეგენდარულ მუსიკალურ ჯგუფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია „Altervision Group”-ის წარმომადგენლებთან deep-purpleერთად მუსიკოსი აჩიკო გულედანი, ბაიკერები და ქართველი ფანები დახვდნენ.
ბენდი მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს, 16:00 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” Deep Purple-ის პრესკონფერენცია გაიმართება. „ჰევი მეთალისა” და თანამედროვე „ჰარდ როკის” მეგა–ვარსკვლავებს “დინამო არენაზე” სცენა 5 ივნისს, 21.30 საათზე დაეთმობათ.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი მთელს მსოფლიოში დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.მას 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

 

სხვა ახალი ამბები: