ლევან ალაფიშვილი: “ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, ღარიბაშვილი კი პრემიერი”

0

bidzoექსპერტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებამდე შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობენ. ექსპერტის ვარაუდით არჩევნებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგება, რის შემდეგაც ბიძინა ივენიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, ხოლო შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს დაიკავებს.

“პირველი მიმართულება: სააკაშვილი მიდის პოსტიდან და პირველ აგვისტომდე საპრეზიდენტო არჩევნებს ნიშნავს. საბოლოო ჯამში, კი ძალიან ცუდად ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას იმ ასაკში, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურია. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნება. მეორე სცენარი: 1-ელ აგვისტომდე სააკაშვილი მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, რითაც არსებითად ცვლის უახლესი 5-10 წლის განმავლობაში პოლიტიკურ მიმართულებას. გადადგება და იტყვის: მე კიდევ ერთხელ ავიღე პასუხისმგებლობა და გავეცალე პოლიტიკურ პროცესს, დავუთმე ახალ გუნდს ასპარეზი და მივეცი მათ საშუალება არჩევნების გზით აერჩიათ ახალი პრეზიდენტი და რაც მთავარია – მე წავედი, ვადაზე ადრე დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა.

საბოლოო ჯამში კი ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი ჩემი აზრით პირველი სიმპათია გამოხატულია და პრემიერის მხარდაჭერა აქვს კალაძეს, ღარიბაშვილს, პიროვნული მხარდაჭერა აქვს მარგველაშვილსაც. შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატურადაც მოიაზრებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი”-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

 

სხვა ახალი ამბები: