ლევან ვეფხვაძე:- “როგორც ჩანს ახალაია სიურპრიზებს კიდევ გვიმზადებს”

0
„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დათა ახალაიას მიერ facebook-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი განცხადებით დაძრულმა პროცესმა აჩვენა, რომ წინა ხელისუფლებაში განხეთქილება ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ დათა ახალაია საზოგადოების კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს.
levan„გამოჩნდა, რომ ძველ ხელისუფლებაში ყველაფერი ნორმალურად არ იყო და ე.წ. ერთი გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე პრაქტიკულად განსხვავებული მიმართულებით ცდილობდნენ პოზიციების გამყარებას. ასევე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ის მარცხი რომელიც განიცადა, შედეგი იყო იმ დაპირისპირებისა რაც ყოფილ ხელისუფლებაში არსებობს. როგორც ჩანს ყველაფერი წინ გვაქვს. შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ მერაბიშვილი იყო შეკრული ბიძინა ივანიშვილთან. ასეთ შემთხვევაში მას უნდა მიეღო ხელშეუხებლობა და ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში და ვერსია ნომერი ორი, შესაძლოა მას გაეცვლა სააკაშვილი ხელისუფლება თავის დაწინარებისთვის და საკუთარი პრეზიდენტობისთვის. როგორც ჩანს ახალაია სიურპრიზებს კიდევ გვიმზადებს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ.“ – განაცხადა ვეფხვაძემ

 

სხვა ახალი ამბები: