ლევან იზორიამ შსს დატოვა : შს მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

1

02შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი მოადგილეები დაამტკიცა.  გიორგი მღებრიშვილის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე, დავით ხუციშვილი, შალვა მღებრიშვილი და შალვა ხუციშვილი იქნებიან. შალვა ხუციშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება შს ყოფილი მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაგრძობს მუშაობას. ლევან იზორია ვახტანგ გომელაურის მოადგილე იქნება.

სხვა ახალი ამბები: