ლევან ქარდავამ წალენჯიხაში ომის ვეტერანებს საჩუქრები გადასცა

0

974643_1398509277100742_1888125505_nწალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა დღეს წალენჯიხაში დარჩენილ დიდი სამამულო ომის 6 ვეტერანს პირადად შეხვდა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა 2012 წლიდან წალენჯიხაში  6 ვეტერანს საკუთარი ხელფასიდან, ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას უწევს. შეგახსენებთ, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე. საქართველოს ერთი რეგიონიდან, წალენჯიხიდან დიდ სამამულო ომში, დაუზუსტებელი მონაცემებით გაწვეული იყო 12 000 ათასი მოხალისე. ომის შემდგომ პერიოდში წალენჯიხას 4 000 ათასი ვეტერანი ჰყავდა, ხოლო შინმოუსვლელი 1533 ადამიანი.

სხვა ახალი ამბები: