ლევან შონიამ ჩხოროწყუში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

0

11028288_942122322466160_919526264_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან დათო კოდუასთან, ჩხოროწყუს გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ლევან შონიამ თავდაპირველად ჩხოროწყუში ზუგდიდის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პროექტი  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და  სანიაღვრე არხი შენდება 1600 მეტრზე მიმდინარეობს, სამუშაოები ობიექტზე  1 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისს უნდა დასრულედეს. სამუშაოებისთვისთვის ბიუჯეტიდან 274 564 ლარი იხარჯება, დასაქმებულია 10 მოქალაქე.

11029664_942122325799493_1826754837_o11040572_942122319132827_659897767_o11025514_942122335799492_732010553_oსანიაღვრე არხების დათვალიერების შემდეგ გუბერნატორმა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ლევან შონიას განცახდებით,  მშენებელი კომპანია სამუშაოებს ხარისხიანად ასრულებს, მაგრამ მშენებლობის ტემპი შენელებულია და საჭიროა სამშენებლო კომპანიამ ტემპი გაზარდოს, რათა მოხდეს ობიექტის დროულად დამთავრება. ბაღის მშენებლობისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 414 999 ლარი იხარჯება. სამშენებლო სამუშაოები 2 დეკემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

მესამე ობიექტი, რომელიც გუბერნატორმა დაათვალიერა, ჩხოროწყუში გარახის უბანში მდებარე მშენებარე საბავშო ბაღია. რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 222 221 ლარი იხარჯება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 30 მაისს უნდა დასრლდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სხვა ახალი ამბები: