ლევან შონია: “არ არის საჭირო გამგებელი კაბინეტში იჯდეს და ტელევიზორს უყუროს”

0

shoooniaaaპრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია აკეთებს. მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ პრემიერმა მუნიციპალიტეტეტების გამგებლებს ურჩია ნაკლებად იჯდნენ კაბინეტებში და უმეტესი დრო ხალხს და მათ პრობლემებს დაუთმონ.

“მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სთხოვა პრემიერმა, რომ ნაკლებად იჯდნენ კაბინეტებში და უფრო ხშირად მოსახლეობაში გავიდნენ. კაბინეტში ისინი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა შევიდნენ, როცა საჭიროა გაეცნონ ელექტრონულ ფოსტას ან ხელი მოაწერონ ამა თუ იმ საჭირო დოკუმენტაციას. მეტი არ არის საჭირო, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იჯდეს კაბინეტში და ტელევიზორს უყუროს”-განაცხადა ლევან შონიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი მთავრობის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ “სამეგრელოს მუნიციპალიტეტებსა და ზემო სვანეთში ბიუჯეტს 100 %-იანი ათვისება აქვს”. ქვეყნის პრემიერმა ხობის, სენაკის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მუშაობა განსაკუთრებულად აღნიშნა.