ლევან შონია დღეს ზუგდიდში მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება

0

levaniსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია დღეს, 16 იანვარს დღის 13.00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის 31 თემის რწმუნებულებთან შეხვედრას გამართავს.

მხარის გუბერნატორის განცხადებით შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ექნება და სოფლების რწმუნებულებთან მათ პრობლემებზე და ადგილზე შექმნილ სიტუაციებზე ისაუბრებს. ლევან შონიას სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებთან პრესისთვის დახურული იქნება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში ლევან შონიამ აღნიშნა, მსგავსი სახის შეხვედრებს ის გამართავს სამეგრელოს რეგიონის მაშტაბით თითოეულ მუნიციპალიტეტში.

სხვა ახალი ამბები: