ლევან შონია: “თხილის ექსპორტმა ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა”

0

11255781_479392788894362_749498979330734663_oანაკლიაში თხილის მეწარმეთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ. სამეგრელოს გუბერნატორმა ფორუმზე აღნიშნა, რომ თხილის წარმოებას სამეგრელოს მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შონიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში თხილის ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია.

„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 200 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რითაც მანამდე ლიდერ ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თხილს, სამეგრელოში სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა მოაქვს და ჩვენი მიზანია ეს კეთილდღობა გავზარდოთ. მთავრობა ამისთვის ყველფერს აკეთებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება და ლობირებულ ფასებს ადგილი არ აქვს, თხილის საბაზრო ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. თუ 2004 წლიდან 2012 წლამდე თხილის მაქსიმალური ფასი 4 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 13 ლარს აღწევს.”-განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში.