ლევან შონია მისი თანამდებობიდან სავარაუდო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

0

10322427_695461277180487_1736275130765964772_nსაინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს, თავად ლევან შონია smo.ge-სთან საუბარში მიზანმიმართულ ჭორს უწოდებს. სამეგრელოს გუბერნატორის განცხადებით საინფორმაციო სააგენტოების უმეტესობა სამწუხაროდ დეზინფორმაციების გავრცელებაზე უფრო მუშაობს.

“რა რეაქცია უნდა მქონდეს დეზინფორმაციებზე? არც არანაირი და საერთოდ არც ვთვლი საჭიროდ, ამ ქუჩაში მოარულ ამბებზე კომენტარები ვაკეთო. მინდა დავამშვიდო საზოგადოების ის ნაწილი, რომლის ოცნებაც არის ის, რასაც ავრცელებენ. მე ვრჩები და დავრჩები კვლავაც იქ, სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები.”-განაცხადა ლევან შონიამ.

ცნობისათვის, საინფორმაციო სააგენტო front news-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მთავრობა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის გადაყენებას აპირებს.

“ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების კულუარებში გუბერნატორ ლევან შონიას გადაყენების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მისი სავარაუდო შემცვლელებიც სახელდება. ერთ–ერთი ინფორმაციით, ლევან შონიას მისი პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეცვლის, „Frontnews “–ის მეორე წყარო კი თანამდებობაზე არც ახლადდანიშნული ადმინისტრაციის უფროსის მერაბ ხუნჯგურუას დანიშნვას გამორიცხავს, თუმცა ქანთარიას კანდიდატურა კულუარებში უფრო აქტიურად განიხილება”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: