ლევან შონია სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე რჩება

0

147სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია ისევ დაკავებულ თანაამდებობაზე რჩება. ამის შესახებ სამეგრელოს გუბერნატორმა smo.ge-სთან რამდენიმე წუთის წინ თავად განაცხადა. “მე არსად არ ვაპირებ წასვლას და მით უმეტეს არსად არც წავსულვარ. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები ჩემი წასვლის შესახებ მხოლოდ ჭორია და სხვა არაფერი”-აცხადებს ლევან შონია და იქვე დასძენს, რომ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი და ნოვაციური პროექტების განხორციელებასაც აპირებს.

“ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ სამეგრელოს რეგიონში, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ უფრო მეტია. სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ. მე ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას და ვცდილობთ ჩვენც გავამართლოთ მათი იმედები”-დასძენს ლევან შონია.

ცნობისათვის, რამდენიმე დღეა ზუგდიდში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია უახლოეს დღეებში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და თავდაცვის უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს. ლევან შონია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამას მხოლოდ უსაფუძვლო ჭორს უწოდებს.

სხვა ახალი ამბები: