ლევან შონია: “ჩვენი ხელისუფლება არის ღია და გამჭირვალე”

0

10917171_473133796186928_5042218639700120025_oსაპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები, ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხაეში სხელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ გახსნა და დეპუატატებს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩამოხვედით ჩვენს რეგიონში, რათა ღიად ისაუბრებთ იმ თემებზე რაც მოქალაქეებს აინტრესებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან რეგიონში, უშუალოდ ხვდებიან მოქალაქეებს და პირველწყაროსგან იღებენ ინფორმაციას საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.

ჩვენი ხელისუფლება არის ღია, გამჭირვალე და ხელისუფლების თითოეული შტოსთვის ფუნდამენტური ღირებულებაა ადამიანის უფლებები. დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან ახალგზრდები, რომლებიც შეგვცვლიან ჩვენ, მე მათ ამ უნივერსიტეტში შევხვდი და მოვისმინე არაერთი საინტერესო ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დღესაც გექნებათ ბევრი შეკითხვა ჩვენს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და თითოეულ თქვენგანს მოგეცემათ საშუალება დასვათ სასურველი კითხვა და მიიღოთ ამომწურავი პასუხები“ – განაცხადა ლევან შონიამ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: