ლელა ნინუა ჰოლივუდში მიიწვიეს

1

10305335_951971484833051_454167565167394981_nმომხიბვლელ ტელეწამყვანსა და პოეტ ლელა ნინუას ფართოსაზოგადოება სულ მალე გაიცნობს. მსახიობი და რეჟისორი, ბექასიხარულიძე, სწორედ ამ მშვენიერი მანდილოსნითდაინტერესდა და მას ფილმში იღებსფილმში, რომელიცერთდროულად რამდენიმე კინოფესტივალზე იქნებაწარდგენილი.

 

ლელა ნინუა:

–        2008 წელს არქეოლოგებთან ერთად აღმოვაჩინე დიდი ადამიანის ძვლები ბორჯომ- ხარაგაულის ტყე–პარკში. 2008 წლის შემდეგ „ოერტემ“ გააკეთა სიუჟეტი, რომელიც აიტვირთა „იუთუბიზე“ და ამდენი ხნის შემდეგ ბრიტანელების „დისქავერის“ჯგუფი იყო საქართელოში ჩამოსული, რომლებმაც გადაიღეს ფილმი.

–        ანუ, უფრო დეტალურად შეგიძლია გვიამბო ამის შესახებ?  

–        ანუ, ნეფელინების არსებობა არის დადასტურებული საქართველოში, მაგრამ ექსპედიცია გაგრძელდება ზაფხულში. ეს აღმოჩენა ითვლება ჩემს აღმოჩენად და ფილმის თანაავტორად მე დამასახელეს. ბრიტანელებისგან ამერიკულმა „დისქავერმა“ იყიდა ეს ფილმი და სულ რაღაც ერთი კვირის წინ გავიდა ეს ფილმი ამერიკულ „დისქავერზე“. მაგრამ სანამ გავიდოდა საქართველოში გავიცანი ირაკლი ნასიძე, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული ვახშამზე ბექა სიხარულიძე, რომელიც ჰოლივუდის 9 ფილმშია გადაღებული. ეს არის არამარტო მსახიობი, არამედ რეჟისორი და სცენარის ავტორიც. იქ მოღვაწეობს 17 წელი. ბექამ, ამის შესახებ იცოდა და ჰოლივუიდი დაინტერესდა ჩემით, რომელიც ოქტომბერში საქართველოში იღებს ქართულ ფილმს, 2 მილიონიანი პროექტია.

–        რის შესახებაა ეს ფილმი?

–        ეს ფილმი ეხება სამედიცინო თემას, საავადმყოფოში ხდება ფილმის მოქმედება. ტექნიკური მხარე ამერიკიდან იქნება ჩამოსული და ერთ–ერთ მთავარ როლზე ქასტინგის შემდეგ მე დამამტკიცეს. იქ ნახეს ქალი, რომელიც სამზარეულოშია, ქალი რომელიც იპრანჭება, ქალი რომელიც წერს, ქალი რომელიც წამყვანია და ამ ფილმის გადაღება დაიწყება ოქტომბერში.  ძალიან მკაცრი რეჟისორია ბექა და ზოგადად მკაცრი ხელოვანია. ამ ფილმში მე ვიქნები ექთანი და რა როგორ იქნება ასაიდუმლოებს.

–        რომელიმე ფესტივალზე ხომ არ გააქვს ეს ფილმი?

–        კი, ეს ფილმი უნდა წავიდეს რამდენიმე ფესტივალზე.  სხვათაშორის „ბაბუს მევალე“ ნოველაშიც უნდა გადავეღე, იქაც სალომე ტყაბლაძესთან უნდა მეთამაშა და სამწუხაროდ მოულოდნელად დამირეკა მე არ ვიყავი ქალაქში და ვერ გადამიღო, სწორედ ამის მერე იყო, რომ თუ შეიძება ცმოვალ და მინდა შენთან გასაუბრებაო, ჩამოსული იყო რამდენიმე დღით საქართველოში და მითხრა, რომ შენ ხარ ერთ–ერთ მთავარე როლზე დამტკიცებულიო.

–        საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდე და არ გეშინია?

–        იცი რა არის? სულ სხვა ამპლუაშ ხარ, სულ სხვა პასუხისმგებლობაა, მაგრამ ბექა მეუბნება, რომ რაც ხარ ის უნდა ითამაშოო. ძალიან დიდ ხანს ვატარებდით ერთად დროს, რომ ჩემი ხასიათი დაეჭირა, გავეცნე ყველანაირად, ისტორიები მომაყოლა და ა.შ. ყველაფერი შეისწავლა. მითხრა, რომ არ გაგიჭირდებაო.

–        რაც შეეხება შენს მოღვაწეობას მწერლობაში. პირველი კრებული უკვე გამოუშვიმ და თუ მუშაობ ახალ კრებულზე?

–        აი, ახლა ვამთავრებ მეორე წიგნზე მუშაობას. მაშინ, როდესაც იყვნენ ბრიტანელები ჩამოსულები, ამ ფილმის წამყვანი იყო „დისქავერის“ ძალიან ცნობილი წამყვანი ბრიუს ფენეტონი, რომელიც არის მწერაც, ეზოთერიკი და უცნაური მოვლენების ექსპერტი. ის ეკვადორში მოღვაწეობს, ამთავრებს წინგზე მუშაობას, ამ ჩვენი ვოიაჟის შესახებ, ნეფელინის არსებობას ადასტურებს, ის ამბობს, რომ  რამდენიმე კაციანი დელეგაციით კვლავ აპირებს თბილისში ზაფხულში ჩამოსვლას, უკვე არქეოლოგებთან და მეცნიერებთან ერთად და მთხოვა, რომ ქართულად მე დავწერო ის ემოცია, ის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ერთობლივად გამოიცეს მისი და ჩემი წიგნი, მას უნდა რომ რუსულად და ქართულად ითარგმნოს მისი და ჩემიც უნდა ითარგმნოს ინგლისურად. რაც შეეხება კრებულს ძალიან მალე დავამთავრებ მეორე კრებულზე მუშაობას. ამბობენ, რომ აქ უფრო კარგი და ძლიერი ლექსებია და სულ სხვა ხედვა მაქვს. ვნახოთ აბა რას იტყვის ჩემი პირველი შემფასებელი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელსაც უნდა, რომ ამ დღეებში რამდნეიმე ლექსი დაიბეჭდოს გაზეთში.

წყარო: http://xnews.ge

სხვა ახალი ამბები: