ლეონიდ ძიაპშბა: “მართებულად მიმაჩნია მდინარე ენგურზე საზღვრის ჩაკეტვა”

0

sazgvariiiiiiiiiოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი  ლეონიდ ძიაპშბა “საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის” პირობას დებს. ამის შესახებ ძაპშბამ Caucasus Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. მას გამოცემამ, აფხაზეთის გავლით, რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე დაუსვეს კითხვა.

“სარკინიგზო ხაზი – ეს აუცილებელია, ჩვენ ვერ შევძლებთ ასე არსებობას მომავალშიც. სარკინიგზო მიმოსვლა, ეს დროის მოთხოვნაა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას უახლოეს მომავალში ჩვენ თვითონ ვერ შევძლებთ, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რუსეთის შუამავლობით? ვისთვისაა ცუდი, თუ ჩვენი ბიუჯეტი შეივსება? ამიტომ ჩვენ არ უნდა დავიკეტოთ მთელი მსოფლიოსთვის, ისედაც დიდი ხანია, ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სარკინიგზო ხაზი – ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, ისევე როგორც გაზიფიკაცია, აეროპორტი. ასევე, სასარგებლოდ მიმაჩნია ფსოუზე საზღვრის გახსნა, ასევე, მართებულად მიმაჩნია მდინარე ენგურზე საზღვრის ჩაკეტვა”, – განაცხადა ლეონიდ ძაპშბამ.

სხვა ახალი ამბები: