ლერი ალიმონაკი წალენჯიხაში

0

531769_445599295537288_754527585_nწალენჯიხაში სტუმრად იმყოფებოდნენ მწერალი ლერი ალიმონაკი და მეცნიერი, მწერალი ზურაბ კიკნაძე.

ტერენტი გრანელის პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულმა მწერალმა კიკნაძესთან და სხვა პირებთან ერთად კიდევ ერთხელ დაათვალიერა გრანელის სახელობის მუზეუმი. გაესაუბრა მუზეუმის თანამშრომლებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. დაინტერესდა წალენჯიხის კულტურულ–შემოქმედებითი სიახლეებითა და პრობლემებით.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიდნენ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში.
ლერი ალიმონაკი გახლავთ ტერენტი გრანელის ცხოვრების და შემოქმედების მკვლევარი. მწერალი ტერენტი გრანელი შემოქმედებითი სამყაროთი და ცხოვრებით დაინტერესდა 1966 წლიდან.

ამ ყველაფერს თითქმის 20 წელი დაუთმო და იგი ითვლება პირველ აღმომჩენად და გამომკვეთად მაშინდელ სალიტერატურო ცხოვრებაში ტერენტი გრანელის კომუნისტრური წყობით დისკრიმინირებული შემოქმედებისა. მან საბჭოთა ცენზურული მოთხოვნების მიუხედავად გამოკვეთა ტერენტი გრანელის შესწავლის მნიშვნელობა და მრავალი ლიტერატურული განმარტება დაურთო მის შემოქმედებას. მან პირველმა აღმოაჩინა ტერენტი გრანელის მივიწყებული საფლავი და შეძლო პოეტის დავიწყებული და ტაბუდადებული და გამოუქვეყნებელი შემოქმედების გამოვლენა და გამოცემა

სხვა ახალი ამბები: