ლია მუხაშავრია: “თუ სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო, სახელმწიფო არ არის”

0

liaდილით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომნლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიასა და მასთან მყოფ სვა პირებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, არაერთგვაროვნედ აფასებენ კვალიფიციური იურისტები და ადვოკატები.  ცნობილი იურისტი ლია მუხაშავრია ამ ფაქტს სახელმწიფოს რღვევის პროცესად მიიჩნევს.

“სამეგრელო-ზემოსვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალების შემდეგ, გუშინ, ვფიქრობდი, რომ დაიწყება ის, რაც სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს. ვიღაცას, ვისაც სასამართლო გაამტყუნებს, მას სააკაშვილი შეიწყალებს და გაათავისუფლებს, და თუ სასამართლო გაამართლებს, ეს კიდევ უფრო დააქცევს ქვეყანას.

ეს იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო თავზე დაგვექცა. სასამართლოს უნდა ყოფნოდა პასუხისმგებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მომეტებული საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ მყოფი საქმის შესახებ უბარდუკი სარეზოლუციო ნაწილი არ გამოეცხადებინა, არამედ განაჩენი სრულად გამოექვეყნებინა. იმიტომ, რომ ყველას გვაქვს კითხვა, რატომ გაამართლა, რა არგუმენტებით და რა დასაბუთებით.

სასამართლოს მიმართ ნდობა, პატივისცემა, მოწიწება სრულად გაცამტვერდა. და თუ სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო, სახელმწიფო არ არის”-აცხადებს ლია მუხაშავრია.

სხვა ახალი ამბები: