“ლიბერალის” რედაქტორი შესაძლოა დღის ბოლომდე გაათავისუფლონ

0

absanZeირაკლი აბსანძე შესაძლოა დღის ბოლომდე გაათავისუფლონ – ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დაადასტურა. ნინო გიორგობიანის თქმით, არ გამოირიცხება, რომ ბრალდება გადაკავლიფიცირდეს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ჟურნალისტი, „ლიბერალის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ედება, რაც
ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი ინფრომაციით, ირაკლი აბსანძეს საფრანგეთიდან მეგობარმა ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. აბსანძე ამანათის გახსნამდე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ამ დროისთვის ირაკლი აბსანძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ირაკლი აბსანძე საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურში რეგიონების პროდიუსერად მუშაობდა.

სხვა ახალი ამბები: