“ლიდერთა კლუბის” წევრებს სამეგრელოს გუბერნატორი შეხვდა

0

11085661_951136948231364_932517513_oმესტიაში გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში „ლიდერთა კლუბის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და გუბერნატორმა „ლიდერების“ ინიციატივები მოისმინა. ლევან შონია შეკრებილებს ინიციატივების გათვალისწინებას და იმ პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რაც შეხვედრაზე წამოიჭრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერთა კლუბის წევრებმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. უმეტესი მათგანი მესტიის მუზეუმში ნამყოფი არ იყო.

11086363_951136911564701_1399289516_o11085701_951136901564702_1608023187_o11076667_951136914898034_2045348422_o„ლიდერთა კლუბის“ წევრებს ლიდერთა უნარებსა და თვითმმართველობის საკითხებზე მესტიაში ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდათ. 3 დღიანი სემინარების დასრულების შემდეგ  კლუბის წევრებმა მესტიაში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე, ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, ისრიალეს.

მეტიაში ლიდერთა კლუბის წევრებს პირველი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდეათ, სამომავლოდ გასვლითი სემინარები სხადასხვა მუნიციპალიტეტბშია დაგეგმილი. ლიდერთა კლუბის წევრებს ლექციებს წარმატებული ბიზნესმენებიც ჩაუტარებენ, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

„ლიდერთა კლუბში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის 10-ვე მუნიციპალიტეტიდან 5-5 ახალგაზრდაა წარმოდგენილი, რომლებსაც ლიდერის თვისებები აქვთ. ლიდერები კომისიამ გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ამავდროულად მიმდინარეობს ლიდერთა კლუბის ახალი წევრების შერჩევაც. „ლიდერთა კლუბის“ მთავარი მიზანია, რეგიონის მასშტაბით კლუბში გააერთანოს ყველა ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდა, რომლებიც მრავალჯერადი გადამზადებების შემდეგ  დაიმკვირებენ ადგილს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

სხვა ახალი ამბები: