ლიზა და ინდირა ზარანდიებს, ასევე მარიამ ქუთელიას ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ

0

ukanasknel gzazeხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ თბილისში 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულ ინდირა და ლიზა ზარანდიებს, რომლებიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში ცხოვრობდნენ., ასევე ზუგდიდელ მარიამ ქუთელიას. დაკრძალვის ხარჯებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ზუგდიდის მერია გაიღებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახებს ცენტრალური ხელისუფლება 10.000 ლარს გადასცემს. smo.ge-ს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით ხვალ ინდირა და ლიზა ზარანდიების, ასევე მარიამ ქუთელიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრებენ საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტარები.

მარიამ ქუთელიას ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან 15.00 საათზე გამოასვენებენ, ხოლო დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან 16.00 საათზე გამოასვენებენ და მშობლიურ სოფელ გურიფულში დაკრძალავენ.