ლიზა ზარანდიას ცხედრის ამოცნობა მისი მაჯის საათის მიხედვით მოხდა

0

10985858_817026071678962_209372531929088955_n ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან იმყოფებიან ამ წუთებში ლიზა ზარანდიას ახლობლები და უახლოესი მეგობრები. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, სავარაუდოდ დილით ნაპოვნი ცხედარი სწორედ ლიზა ზარანდიას ეკუთვნის. მეგობრების განმარტებით ცხედრის ამოცნობა შეუძლებელია, თუმცა იმავე ადგილზე ნაპოვნი მაჯის საათიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ლიზაა.

904599_502962213085351_1083380424_o1004094_543832065665032_2066514498_n10259205_675422765839294_5515440259943492460_o306464_467216443326595_380427399_n18082_449268488454724_1903320899_n1455174_603565963024975_1024401963_n“ცხედრის ამოცნობა მართლა ძალიან რთულია, თუმცა ლიზას მაჯის საათი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, ეს ნამდვილად ის არის. ძალიან ცუდად ვართ ყველა და არ ვიცით საერთოდ რა უნდა ვთქვათ ამ საშინელ ტრაგედიაზე. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და ალბათ დღესვე მოხდება ცხედრის გადასვენება ხობში”-აცხადებენ მეგობრები.

სტიქიის შედეგად დაკარგულია კიდევ დებ ზარანდიებთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. სერგო კაპანაძე 13 ივნისს გვიან ღამემდე დებ ზარანდიებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლოს სერგო კაპანაძე 00:30 საათზე საკუთარ დას ესაუბრა. მას შემდეგ ის კონტაქტზე არ გამოსულა.

ამ დილით დაახლოებით 6.00 საათზე თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მომუშავე ჯარისკაცებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი რამდენიმე წუთში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.