ლიტერატურულ მუზეუმში ლერი ჭანტურიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

0

1415674_694383927246069_326395212_nხვალ, 18:30 სათზე, ლიტერატურულ მუზეუმში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ლერი ჭანტურის პერსონალური გამოფენა იხსნება. გამოფენაზე მხატვრის 40–მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

მხატვრის შემოქმედება რამოდენიმე მიმართულებით ვითარდება– გეომეტრიული აბსტრაქცია, ექსპრესიული ფერწერა, ნახატი ან სკეჩი სკულპტურული კომპოზიციისათვის და ქანდაკება.   მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა საზოაგდოებას ერთი კვირის განმავლობაში მიეცემა.

ლერი ჭანტურიას არაერთი  პერსონალური და ჯგუფური გამოფენა მოეწყო შვედეთში, რუსეთსა და გერმანიაში. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში.

გამოფენას ცნობილი მხატვრები, ხელოვანები და აფხაზეთიდან დევნილი საზგადოება დაესწრება.

სხვა ახალი ამბები: