ლიტვის ქალაქი იონავა და ზუგდიდი დამეგობრდნენ

0

1011028_336038629862664_1731483513_nლიტვის ქალაქ იონავსა და ზუგდიდს შორის მეგობრობას ქალაქ იონავაში საერთო სახალხო დღესასწაულზე ჩაედო საფუძველი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის ზუგდიდის „ზუგდიდი“-ს დირექტორი მალხაზ ჭეჟია ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და საფეხბურთო კლუბის დირექტორი იონობის დღესასწაულზე იყვნენ მიწვეულები.
ქალაქ იონავას მერმა ინაუგას სინკევიჩუსმა და ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა ედიშერ თოლორაიამ ორი ქალაქის მეგობრობას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. ხელი მოეწერა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობას კულტურულ, ეკონომიკურ, სპორტულ და სასწავლო-სამეცნიერო სფეროებში.

სხვა ახალი ამბები: