ლიხაჩოვმა ევროსაბჭოს ასამბლეიდან საქართველოს არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა მიიღო

0

news_4936რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის წევრის ვასილი ლიხაჩოვის განცხადებით, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) საქართველოს არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალური მიწვევა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,იტარ ტასი” ავრცელებს.

ლიხაჩოვი აცხადებს, რომ მიწვევის თანახმად ის 25 ოქტომბერს საქართველოში უნდა ჩავიდეს და არჩევნების მონიტორინგის ჯგუფში მიიღოს მონაწილეობა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიისგან მივიღე შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ მზად ვიყო საქართველოში გასამგზავრებლად საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. 25 ოქტომბერს ყველა დამკვირვებელი თბილისში უნდა ვიყოთ”, – აცხადებს ლიხაჩოვი.

მისი თქმით, სამი დღის წინ მან წერილი მიიღო პოლიტგაერთიანება “გაერთიანებული მემარცხენეების” ლიდერისგან, ტინი კოკსისგან.

რუსი დეპუტატის თქმით, კოკსი წერილში წერს, რომ მკაცრად დააყენა საქართველოს წინაშე რუსი დეპუტატის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად თბილისში გამგზავრების საკითხი.

რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ სექტემბერში ქართულმა მხარემ უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე. ლიხაჩოვის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ მანამდე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სხვა ახალი ამბები: