ლონდონში კახი კავსაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

0

kaxi30 სექტემბერს ლონდონში ,,ნათია გალერი“ ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის კახი კავსაძისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე მსახიობის მიერ შესრულებული როლებისა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ფოტო მასალა იქნება წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად გაიმართება კახი კავსაძის მიერ შერულებული რამდენიმე ფილმის ეპიზოდების ჩვენება.

გამოფენას  კინორეჟისორები ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობეირიძე, ასევე 20–მდე ცნობილი   ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს კუკლტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები და ბრიტანეთის საზოაგადოება დაესრწებიან.

გამოფენა 13:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დაიხურება.

,,ნათი გალერი“ 2012 წელს ქართველმა ჟურნალისტმა  ნათია კელიმ დაარსა და მან დიდ ბრიტანეთის არაერთი მხატვრის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.  ნათიცკელი ხუთი წელია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ბრიტანულ გალერეაში ნამუშევრების გამოფენებს, ხელს უწყობს ქართველ მხატვრებს, რომ მათი შემოქმედება ინგლისში მცოხვრებმა ქართულმა დიასპორამ და ბრიტანულ საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს.

სხვა ახალი ამბები: