ლონდონში კახი კავსაძისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

0

kaxiლონდონში ,,ნათი გალერი“–მ ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის კახი კავსაძისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენაზე მსახიობის მიერ შესრულებული როლებისა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ფოტო მასალა იქნა წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად გაიმართება კახი კავსაძის მიერ შერულებული რამდენიმე ფილმის ეპიზოდების ჩვენება.

გამოფენას  კინორეჟისორები ელდარ შენგელაი, ცნობილი   ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, ქართველი კინორეჟისორები, ქართული დიასპორის წევრები და ბრიტანეთის საზოაგადოება დაესწრნენ.

1371418_676218455729283_1498084370_nლონდონში, ქართული ფილმების  ფესტივალის  ,,კინოში ასახული ცხოვრება“ კვირეულზე ნაჩვენები იქნა ნანა ჯაფარიძის ფილმი ნეტავ იქ თეატრი არის?!“ , სადაც გენიალური ქართველი მსახიობის კახი კავსაძისა და მისი რეპრესირებული ოჯახის ისტორიაა ასახული.

26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ქართული ფილმების მე–3 საერთაშორისო ფესტივალი ,,კინოშ ასახული ცხოვრება“ გაიმართა. რივერსაიდ სტუდიაში ქართველმა და ბრიტანელმა საზოგადოებამ  1907–დან 2012 წლებში შექმნილი 16 ქართული ფილმი იხილა. 

სხვა ახალი ამბები: