ლონდოში ქართველი საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან

0
londoniლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის  მოსახსენიებელი პანაშვიდს გადაიხდიან

29 სექტემბერს, 13:00 საათზე ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იღუმენი დოროთე  თავად ვარლამ ჩერქეზიშვილის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
თავადი, ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიდი მამულიშვილი, მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და ჟურნალისტი. ის ჩართული იყო ანარქისტულ კომუნისტურ მოძრაობაში და მოგვიანებით საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1910 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ–დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაში და იცავდა საქართველოს უფლებებს. 1919 წელს პარიზში გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის წიგნი ინგლისურ ენაზე – “საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები”. ამ ნაშრომში იგი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე კვლავ წარსდგა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველ–დამსაბუთებელი. მის თანამედროვეთა გადმოცემით: 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები დამოუკიდებლ საქართველოს უტევდნენ, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ გაიხიზნა.ის  1925 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლონდონში.

სხვა ახალი ამბები: