ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ზუგდიდში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა

0

Снимокლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძემ და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერეს.  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გადაეცემათ.

საცხოვრებელი ბინების მშენებლობა 2013 წლის ივნისში, გერმანიის განვიტარების ბანკის დახმარებით დაიწყო. როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, ერთ წელიწადში რვა საცხოვრებელი კორპუსი დასრულებულდება. საცხოვრებელი ფართებით 260 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი  დაკმაყოფილდება. მინისტრის განცხადებით, საჭიროა ალტერნატიული ფართების მოძიება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რადგან დევნილთა პრობლემა გადაიჭრას.

„ჩვენ, მთავრობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში, უახლოეს წლებში, მწვავე პრობლემა რომელიც დევნილებს აქვთ, გადაწყდეს აუცილებლად,“ – განაცხადა დავით დარახველიძემ.

სხვა ახალი ამბები: