ლუკაშენკო სააკაშვილს მადლიერებით მოიხსენიებს

0

lukashenkoბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ემადლიერება. როგორც მან ტელეკომპანია „დოჟდს“ განუცხადა, დასავლეთში ბელორუსის ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი.

„იგი აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს ეუბნებოდა, ბელორუსთან არასწორად იქცევით, არანაირი სანქცია საჭირო არ არისო. მას ამისათვის მადლობას ვუხდი. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით. მას ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ ეს რუსეთს არ მოეწონებოდა“, — აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სტუმრად ხშირად იწვევდა, თუმცა საქართველოში ჩასვლა ვერ შეძლო.

„ვეუბნებოდი: მიშა, საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ზედმეტი პრობლემები არ მინდა. რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ნორმალურად ვერ აღიქვამს“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის კარგად ახასიათებდა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბელორუსის პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა ყოფილ ლიდერებზეც ისაუბრა.

სხვა ახალი ამბები: