“ლურჯი ნაკადულის დღეს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეუერთდა

0

11080421_640948369371687_743425214974003654_oზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ლურჯი ნაკადულის დღეს“ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდინარის სანაპიროების მასშტაბური დასუფთავა მიუძღვნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებმა,სოფლის მკვიდრებმა და სკოლის მოსწავლეებმა დაასაუფთავეს მდინარის სანპიროები,სოფლის ცენტრები.სოფელ რუხში გამგებლის წარმომადგენლის ინიციატივით დასუფთავდა წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორია.

10481643_640946629371861_7603683224241531022_o10515309_640948809371643_2496691048022400993_o10446320_640946456038545_5074577533637196215_oმიუხედავად უამინდობისა, სპეციალური ტექნიკითა და მოხალისეების დახმარებით გაიწმინდა მდინარეების: „ჯუმის,სინწა–ს, შხოუშიას, ენგურის, კახათწყარისა და რუხისწყარის კალაპოტები და მიმდებარე ტერიტორიები.დასუფთავების აქციას ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და ზუგდიდის დასუფთავების სამსახურები.სამუშაოების მიმდინარეობას თავლყურს ადევნებდა და დასუფთავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

სოფელ რუხსა და ოქტომბერში სკოლის ეზოში, შინმოუსვლელთა სკვერებში დაირგო მარადმწვანე და დეკორატიული სხვდასხვა ჯიშის ნარგავები კედარი,ნეკერჩხალი. დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერმანენტულად ჩატარდება.