მაგდალინა თოდუა: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსწავლეები ფილმის ჩვენებაზე არ იმყოფებოდნენ”

0

11025268_754560017975363_2954845730094634472_oზუდგიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელი მაგდალინა თოდუა, რომელიც ამავე დროს პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევაზუგდიდში 14 მარტს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მაგდალინა თოდუა აცხადებს, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის, როგორც პედაგოგი არ დაუშვებს სკოლისა და მოსწავლეების სახელით მანიპულირებას პოლიტიკურ თემებზე. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს, რომელიც ამ წუთებში სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.

“რამოდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია,რომ 2015 წლის 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში ფილმის „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის“ ჩვენებას მოსწავლეები ესწრებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები ფილმის ჩვენებაზე არ იმყოფებოდნენ. 2015 წლის 14 მარტსკულტურისცენტ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბელებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ.

ცენტრის ეზოსა და ფოიეში მათი ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება. ბავშვების მოხვედრა რომ არ მომხდარიყო დარბაზში, პირადად მე ორგანიზატორებთან და დარბაზის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკონტროლებდი შესასვლელს. ჩემთვის შეურაცმყოფელია, ის ფაქტი, რომ მანიპულირებენ ჩემი პედაგოგობით. დიახ მე ვარ პედაგოგი და კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა, მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია. ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ დავიცვა ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი”-ნათქვამია მაგდალინა თოდუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.