”მაგთიკომი” მომავალი წლიდან საკუთარ ტელევიზიას გახსნის

0

magti_01„მაგთიკომი” ტელესამაუწყებლო ბაზარზე შედის. კომპანიამ სამაუწყებლო 10-წლიანი ლიცენზია მიიღო და 24-საათიან მაუწყებლობას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს. „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ტვ3-თან აღნიშნავს, რომ არხი გასართობი მიმართულების იქნება.

თუმცა, არ კონკრეტდება რა სახის პროგრამები და გადაცემები შევა სამაუწყებლო ბადეში. კომპანიაში ჯერჯერობით ვერც ტელევიზიის სახელწოდებას და მაუწყებლობის დაწყების ზუსტ თარიღს ასახელებენ.

კომპანია სატრანზიტო მაუწყებლობის ბაზარზე „მაგთისატის” სახით უკვე წარმოდგენილია. მაგთისატმა 2012 წლის იანვარში დაიწყო ფუნქციონირება.

სხვა ახალი ამბები: