მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

0

20140508104214maiaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა: დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ლევან გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მაია ფანჯიკიძის თქმითვე, იგი ასევე ტოვებს კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებს.

ყოფილი მინისტრის განცხადებითვე, ამ გუნდმა 2 წლის განმავლობაში შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია. მნიშვნელოვანი წარმატებები საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით იყო მიღწეული, მათ შორის, ხელი მოეწერა და ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების არსებითი პაკეტი. 2 სახელმწიფოთი შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებათა რიცხვი, წარმატებებია მიღწეული აშშ-სთან სტარტეგიული პარტნიორობის ფარგლებში და სხვა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია. მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა მის გუნდსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ მიზნის მისაღწევად საქმიანობა ევალებოდა, ასევე დიპლომატიურ კორპუსსა და საგარეო უწყების თანამშრომლებს.

მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: