მაია ღურწკაია: ”ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში სახელმძღვანელოების გაცემა დაიწყო”

0

urckaiaზუგდიდის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ განუცხადა. ღურწკაიას განცხადებით სკოლების რემონტი განათლების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული, თუმცა მონიტორინგსა და ზედამხედველობას ზუგდიდის გამგეობა უწევდა.

”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორმოცდაჩვიდმეტივე საჯარო სკოლა 16 სექტემბერს ახალ სასწავლო წელს სასაწავლო პროცესს დაიწყებს. ამისთვის თითოეულ სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი. ახალი სასწავლო წლის დაწყებას, 16 სექტემბერს სკოლის მოსწავლეებს ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები მიულოცავენ”-განაცხადა მაია ღურწკაიამ.

ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით დღეიდან ყველა საჯარო სკოლამ დაიწყო ახალი სასწავლო სახელმძღვანელოების დარიგება. ადგილზე მიდიან მშობლები და კლასის ხელმძღვანელებისგან იღებენ იმ წიგნებს, რომელიც განათლების სამინისტრომ წელს უფასოდ გამოყო.

”ეს არის ახალი ხელისუფლების ინიციატივა, რომ წელს ყველა მოსწავლეს უფასოდ მიეღო სასწავლო სახელმძღვანელოები. ამის შესახებ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომელიც ინიცირებული იყო პარლამენტის წევრ თინა ხიდაშელის მიერ. ვფიქრობ რომ ეს არის სასიამოვნო სიახლე და მრავალ ასეთ სიახლეს დროთა განმავლობაში განახორციელებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება”-აცხადებს მაია ღურწკაია.

სხვა ახალი ამბები: