მაიკლ ჯეკსონს პარანოია აწუხებდა

0

1358515017_262818_453178664732115_1069095402_nძილის მედიცინის ექსპერტის, პროფესორ ჩარლზ ჩეიზლერის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა მაიკლ ჯექსონის სიკვდილის მიზეზი არა ანესთეტიკების დიდი დოზა, არამედ უძილობა ყოფილიყო.

პროფესორი ვარაუდობს, რომ მომღერალს ორი თვე ნორმალურად არ უძინია. თავად პაციენტი ამას ვერ გრძნობდა. ღრმა ძილის ფაზა კი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე ჯექსონთან მომუშავე ქორეოგრაფების, თმის ხელოსნების, პროდიუსერების და სხვა ადამიანების ჩვენებების მიხედვით მივიდნენ.

ჩვენებებში ეს ადამინები აღნიშნავენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მაიკლი რთულად ითვისებდა ახალ საცეკვაო ნომრებს, ავიწყდებოდა სიმღერის ტექსტი, ჰქონდა პარანოიის შეტევები და საუბრობდა საკუთარ თავთან.

აქამდე მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებდნენ მის ექიმს კონდორ მიურეის, რომელმაც არტისტს პროპოფილის გადამეტებული დოზა მიაღებინა. ჰარვარდში კი ახლა საუბრობენ, რომ ეს პრეპარატი ადამიანს მატებს სიმხნევეს, თუმცა ნორმალურ ძილს არღვევს.

სხვა ახალი ამბები: