მაისის ბოლოს მერაბიშვილსა და უგულავას დაიჭერენ?

0
dkavebaმაისის ბოლოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეების გახსნა დაიწყება. მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა „ნაცმოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს და თბილისის მერ გიგი უგულავას მოუწევს.ამის შესახებ ინფორმაციას geotimes ge ავრცელებს.
ამ დროისათვის მათ წინააღმდეგ კონკრეტული საქმეები პროკურატურაში დევს და მათზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. მალე თბილისის მერზე დაიდება კონკრეტული კომპრომატები და როგორც ჩანს, უგულავა მართლმსაჯულებისგან იოლად ვეღარ დაიძვრენს.
geotimes ge–ის ინფორმაციით,მერაბიშვილი ყოველგვარი საბუთის გარეშე დაეპატრონა კვარიათში, შვეიცარიული კომპანია “მეტალიკ 1871”-ის კუთვნილ აგარაკს. კომპანიამ არაერთხელ მისწერა პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს, გამოიყვანეთ ჩემი სახლიდან შინაგან საქმეთა მინისტრიო, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რისი და ვისი გამომყვანები იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და, მით უმეტეს მაშინდელი პრემიერ ნიკა გილაური.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების ცნობილ საქმესთან დაკავშირებით 2011 წლის 4 აგვისტოს, ვებგვერდმა copoka.net-მა გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერები. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. “მერაბიშვილი” “ადეიშვილს” ახარბებს: “ბიჭო, როგორი პონტია, იცი, ისეთი გრილი ნიავია ზღვიდან, სულ ნიავია რაა. ვაბშე ვერა გრძნობ სიცხეს. აი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია რა…”
მაინც სად იყო მერაბიშვილი ამ “საუბრის” დროს და საიდან უბერავდა “სულ ნიავი”? როგორც მაშინ მერაბიშვილის კვარიათელი მეზობლები ადასტურებენ, მინისტრი ოჯახთან და ამალასთან ერთად აგვისტოში ისვენებდა სწორედ იმ აგარაკზე, სადაც „ბანდიტურად” შეიჭრა.
ამ აგარაკს კი საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს.
კვარიათში აგარაკი სახელმწიფო საწარმოების – “მადნეულისა” და “კვარციტის” ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ლობჟანიძემ 1999 წელს ააშენა და მისი სიდედრის – ფატი ფერაძის სახელზე გააფორმა.
ზურაბ ლობჟანიძემ “ვარდების რევოლუციას” გაასწრო და 2003 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო. შვეიცარიაში ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით კი საქართველოში ქონება მთლიანად გაასხვისა – თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა, მარგიანის ქუჩაზე არსებული სახლი და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში (კვარიათში) მდებარე აგარაკი. მაგრამ, რაკი „რევოლუციონრებმა” ლობჟანიძე ხელში ვერ ჩაიგდეს და სხვებივით ვერზურაბ ლობჟანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმეჯერ აღიძრა. პირველი ორი ბრალდება მის სამსახურს უკავშირდებოდა. გამოძიება მტკიცებულებების არარსებობისა და სსსკ-ის ცალკეული მუხლების დეკრიმინალიზების შემდეგ შეწყდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი გამოძიებით ხელისუფლებამ წარდგენილ ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, მისი დევნა მაინც არ შეუწყვეტიათ.
მესამედ საქმე უკვე ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების წაქეზების ბრალდებით აღძრეს და ხელვაჩაურის სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლობჟანიძეს და მის სიდედრს _ ფატი ფერაძეს, თუმცა დამატებით სასჯელად ქონების, ანუ ჯერ კიდევ 2004 წელს დალუქული სახლის ჩამორთმევა არც უხსენებიათ. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ ლობჟანიძემ ფატი ფერაძე და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წააქეზა. ლობჟანიძეებმა კვარიათის სახლი, რომელიც ფატი ფერაძეზე იყო დარეგისტრირებული, ყაველაშვილს მიჰყიდეს. პროკურატურამ ამ საქმეზე ყაველაშვილის ეპიზოდი ცალკე გამოჰყო. ნიშანდობლივია, რომ იგი სასამართლო პროცესზე არც კი დაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო, ჩვენება მიეცა და ხელშეკრულების ნამდვილობა დაედასტურებინა. პროკურატურასა და სასამართლოს მისი ჩვენება არაფერში სჭირდებოდა, ისედაც ნათელი იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო.
ლობჟანიძე-ფერაძის სასამართლო პროცესამდე აგარაკს ახალი მეპატრონისთვის _ ყაველაშვილისთვის არ უცნობებიათ, რომ სახლი დალუქული იყო და დასასვენებლად ჩასული ფეხბურთელის ოჯახი სახლში ვერ შევიდა. ყაველაშვილებმა საკუთარი ქონების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. ვერაფერს მიაღწიეს და ლობჟანიძეს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და ყაველაშვილმა ფული უკან დაიბრუნა. ეს ფული ლობჟანიძეს შვეიცარიულმა კომპანიამ “მეტალიკ 1871”-მა მისცა და სახლიც დაისაკუთრა.
მაგრამ შვეიცარიული კომპანია მხოლოდ იურიდიული მფლობელია, ლობჟანიძისა და ფერაძის კვარიათელი მეზობლები არც მალავენ, რომ ამ სახლში ხშირად ხედავდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანმხლებ პირებთან ერთად. აქაურთა თქმით, ვანო მერაბიშვილი 2009 წლიდან 2012 წლამდე სისტემატურად სტუმრობდა კვარიათს, არჩევნების შემდეგ კი ზღვისპირეთში შსს ყოფილი მინისტრი აღარ გამოჩენილა.

 

 

 

სხვა ახალი ამბები: