მაისის დასასრულს ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

0

Untitled 123კონფლიქტისპირა სოფელ ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა და მიმდინარეობს იატაკის ბეტონის საფარის დაგება. ადგილობრივები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების სხვადასხვა სერვისით სარგებლობას სულ მალე შეძლებენ.

10991500_629413327191858_4350688418585531272_o10997632_629413300525194_6220984891632761733_oპირადობის მოწმობის გაცემა, არქივიდან ცნობის მიღება, ბიბლიოთეკა, skype-ს ოთახით სარგებლობას ზუგდიდის რაიონის ე.წ დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მაისის ბოლოდან შეძლებენ. ორსანტიის იუსტიციის სახლში ასევე ადმინისტრაციული ერთეულის წამომადგენლის კაბინეტი განთავსდება.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება.