„მაკდონალდსის“ წარმოებულ ჰამბურგერს სურსათის უვნებლობის სააგენტო ამოწმებს

0

hamburgeriთბილისში, ქუთაისსა და ბათუმში „მაკდონალდსის“ წარმოებული ჰამბურგერის ხარისხს, საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტო ამოწმებს.

სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, გამოკვლევა არასამთოვრობო ორგანიზაცია „პოზიტივის“ მითითების საფუძველზე ტარდება.  კახა სოხაძის განცხადებით,  სურსათის უვნებლობის სააგენტო, თბილისში სწრაფი კვების თითქმის ყველა ობიექტების პერმანენტულ შემოწმებას უკვე ახდენს.

”ეროვნული სააგენტო მიღებული შეტყობინებების შედეგად აუცილებლად მოახდენს სწრაფი კვების ობიექტების შემოწმებას და ეს მოხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ჩავატარებთ მოკვლევას და განვახორციელებთ დამატებით კონტროლს. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე რაიმე კრიტიკული დარღვევა არ დაფიქსირებულა”-განაცხადა კახა სოხაძემ.

სხვა ახალი ამბები: