“მაკდონალდსი” ზუგდიდში 2015 წელს, გაზაფხულზე გაიხსნება

0

10646623_799773816710821_5573915827545271393_nორ კვირაში „მაკდონალდსი“ ამერიკის საელჩოს წინ ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. „მაკდონალდსი–საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა,რომ ამ ეტაპზე თბილისის მერიასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მშენებლობა დაახლოებით 5 თვეს გასტანს და ის 2015 წლის მარტში დასრულდება.

ჭყონია აცხადებს,რომ 2015 წლის მარტში გაიხსნება „მაკდონალდსის“ რესტორანი ზუგდიდში. გარდა ამისა,მომავალ წლის დასაწყისში დაგეგმილია მარნეულში ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებაც.ჯამში თბილისში 2015 წელს 3 ახალი რესტორანი გაიხსნება. ჭყონიას თქმით,ამ მიმართულებით მომავალი წლის ბოლომდე დაახლოებით 9,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.

საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა.

სხვა ახალი ამბები: