მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 500 508 ლარი დაიხარჯება

0

1526317_938037079585702_704436723372489577_nფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი 18 500 508 ლარს დახარჯავს. მიმდინარე წელს დაიწყება პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით.

10453428_938036249585785_2297931745343153730_n10542895_938037102919033_4593382015071312568_n11059865_938036692919074_1578435164396160075_n11139355_938036952919048_4870173138496173395_n11230668_938036949585715_7728610204563301183_n11393154_938037072919036_2699873268858583467_n11008638_938036519585758_4846808699673608733_n11350646_938036429585767_4972778847213353049_n370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება და მისი ხანგრძილოვობა ორ წელიწადს მოიცავს.

მსგავსი პროექტის განხორციელება ფოთში უპრეცედენტოა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, წინა ხელისუფლების პერიოდში ფოთი მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით თუ გაახსენდებოდათ. მათი განმარტებით დაპირებები მრავლად იყო, თუმცა შესრულება ნაკლებად. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ივნისის თვეში შედგება, რომელსაც ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.