მამაკაცების გაუპატიურების სცენები – რა არის აღებჭდილი აღმოჩენილ საიდუმლო სამალავებში?!

0

mmmmmmმამაკაცების გაუპატიურების სცენებია აღბეჭდილი სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავებში ნაპოვნი ერთ–ერთ ვიდეო ფირში,რომელიც 2007 წლით თარიღდება.

როგორც “ექსპრესნიუსი“ აცხადებს, ვიდეო გადაღებულია, ქალაქ ქუთაისში ”კანონიერი ქურდის”, გაიოზ ზვიადაძის, იგივე “გია კუტაისკის” სახლში, რომელიც მას 2007 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა და პოლიციად გადაკეთდა.

ფირზე ჩანს, ბილიარდის მაგიდა, სადაც ხელ–ფეხ დაბმული ახალგაზრდა, შველას ითხოვს, იგი დედიშობილაა და სხვადასხვა ხმებს გამოსცემს, დაბმული ადამიანის სახიდან კადრი იშლება, და ჩნდება, ბილიარდის კია, რომლითაც უცნობი ადამიანი, რომლის სახეც ვიდეოში არ ჩანს, მას აუპატიურებს. მომდევნო კადრში ნაჩვენებია იგივე ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მას “ქურდობა, არ უნდა და თანახმაა პოლიციასთან ითანამშრომლოს”.
ანალოგიურია მეორე კადრიც, სადაც იგივე მეთოდით, სხვა ახალგაზრდის გაუპატიურების სცენაა გადაღებული. ვიდეოში პირდაპირ ჩანს ჯერ კიათი შემდეგ კი დუბინკით გაუპატიურების სცენა. მეორე კადრში ის პირი ვისზეც სექსუალური ძალადობა განახორციელეს, ამბობს, რომ “თანახმაა იყოს პოლიციის ინფორმატორი, ოღონდ რაც მოხდა დარჩეს საიდუმლოდ”.
“ექსპრესნიუსისთვის” ინფორმაციის მომწოდებელი, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ქუთაისის პოლიციის ამ განყოფილებაში სისტემატურად ხდებოდა. ამასთან იგი ასახელებს ვინმე შვანგირაძეს და სანიკიეს, ვინც სექსუალურ ძალადობას ორგანიზებას უწევდა.

სხვა ახალი ამბები: