მამა ილიას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს

0

mamailiaარქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი იტალიიდან, ქალაქ ბარიდან საქართველოში ჩამოასვენეს. მას სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას მამა ილიას ოჯახის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მრევლი ელოდა.

მამა ილიას ცხედარს 19 იანვარს მცხეთაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და 20 იანვარს 12:00 საათზე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ილია კარტოზია 28 დეკემბერს, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ერთი სასულიერო პირი – მამა ილია კარტოზია კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან სამაშველო ადგილი ნავში ბავშვიან ქალს დაუთმო და ცეცხლმოკიდებულ ბორანზე დაბრუნდა. მოგვიანებით კი, მისი გადაყვანისას ბაგირი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

სხვა ახალი ამბები: