მამა ილიას ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ მინდინარე კვირას ჩამოასვნებენ

0

10620764_583429125124698_6882191510500216348_nსამგზავრო ბორან “ნორმან ატლანტიკზე” დაღუპული ქართველი სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩამოასვნებენ. როგორც იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა სიხარულიძე აცხადებს, ხვალისთვის ყველა საჭირო პროცედურა დასრულდება.

,,მაქსიმუმ სამშაბათს ყველანაირი პროცედურა გადსრულდება და კვირის განმავლობაში გადმოასვენებენ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი იურიდიული პროცედურები მიცვალებულთან დაკავშირებული- გამოძიება, იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ“- აცხადებს კახა სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორანს ცეცხლი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩნდა. გემზე რვა ქართველი იმყოფებოდა, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე განხორციელდა. კიდევ ორი ქართველი მოგვიანებით გადაარჩინეს. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის მამა ილია კი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. სულ, სამგზავრო ბორანზე გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.